ვანში საკანალიზაციო და წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ვანის მუნიციპალიტეტის
მერის, ალექსანდრე გოგორელიშვილის თქმით, სამუშაოები 2020 წლიდან უნდა დაიწყოს.
,,2020 წლიდან იგეგმება ქალაქში საკანალიზაციო და წყლის სისტემის რეაბილიტაცია. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. მე მქონდა შეხვედრები და უკვე გადაწყვეტილია, რომ 2020 წლიდან დაიწყება. მისი ღირებულება 80-90 მილიონი ლარი იქნება. ეს გარდამავალი პროექტია და იქნება ყველა ვანელისათვის საოცნებო პროექტი”.- განაცხადა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა.