ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩის #17-ში, სპორტული სკოლის მიმდებარედ,
დროშის დგარის მოწყობა კიდევ ერთხელ სცადა. მეექვსედ გამოცხადებულ 49 959-ლარიან ტენდერში კომპანია შ.პ.ს. “ნიუ-იბერიამ” გაიმარჯვა, რომელთანაც მერია ხელშეკრულებას ხვალ გააფორმებს. კომპანიამ დროშის დგარის მოწყობა 60 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თავად დროშის დგარი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ინდური დეველოპერული კომპანიისგან “სითი ქონსთრაქშენი” მიიღო. მისი სიმაღლე 46,5 მეტრია და ის საქართველოში ყველაზე მაღალი დროშა იქნება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე