საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020-2021 წლებში

ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14520 მეტრია. რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400 მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება. 

2020 წელს გაგრძელდება აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *