წყალტუბოს გიორგი ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მოეწყო ორი ახალი გამოფენა “მუზეუმი-50” და “მუზეუმის ფოტომატიანე”.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მუზეუმს იუბილე მიულოცეს და დამსახურებულ მეცნიერ-თანამშრომლებს ციალა ღვინიანიძეს, ია კუხალაშვილსა და დალი ხაჭაპურიძეს სამადლობელი სიგელები გადასცეს.