ზესტაფონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების

ფარგლებში, გიგანტური ზომის გოზინაყი დაამზადეს.

ცენტრალურ მოედანზე კი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნეს.

გიგანტური გოზინაყის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ღია ცის ქვეშ შეკრებილებს ზესტაფონის მერია ფელამუშითაც გაუმასპინძლდა.

ცენტრალურ მოედანზე განთავსდა პავილიონები, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში ძველით ახალ წლამდე დარჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *