ვანში, სოფელი ძულუხში ტყის ქვედა საფარი იწვის. ადგილზე მობილიზებულია
20-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის ხანძრის 6 აქტიური კერაა.