ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საახალწლო
ნობათის გადაცემა დაიწო. საახალწლო საჩუქრებისთვის ბიუჯეტიდან 59 993 ლარი გამოიყო. თითო საჩუქრისთვის 28 ლარი და 10 თეთრი დაიხარჯა.
საახალწლო ნობათებს ბენეფიციარები 27 დეკემბრის ჩათვლით მიიღებენ.
ნობათში რამდენიმე სახის პროდუქტი შედის, მათ შორისაა: ერთი ცალი გაყინული ქათამი, 2 კილოგრამი შაქარი, ერთი ცალი შედედებული რძე, ერთი ბოთლი ზეთი, ერთი კილოგრამი შოკოლადის კანფეტი, ერთი ცალი კარაქი, ერთი შეფუთვა კვერცხი, ერთი შეკვრა პურის ფქვილი.