ჭიათურაში მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია დასრულდა.
იაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე თეატრთან დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელ გვირაბს ხელახალი და სრულყოფილი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, მოხდა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლების, იატაკის და ჭერის მოპირკეთება,აღდგა კიბეები,მოეწყო განათება, დამონტაჟდა ვიდეოკამერები. გვირაბიდან მოეწყო არხი და დამონტაჟდა წყლის ტუმბო და გენერატორი.
სამუშაოები ინდ მეწარმე “მშენებელი-21”-მა შეასრულა, რისთვისაც 103 ათასი ლარი დაიხარჯა.
მიწისქვეშა გადასასვლელით ჭიათურის მოსახლეობა 1990-იანი წლების შემდეგ სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან წყლით სავსე, გაუწმენდავი, და ჩაბნელებული გვირაბი საფრთხეს წარმოადგენდა მოქალაქეებისთვის.
ფოტო: ჭიათურის მერია