აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საახალწლოდ სტუდენტებისათვის რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

24 დეკემბერს საქველმოქმედო ღონისძიება მოეწყობა. გამოიფინება და გაიყიდება უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების ხელნაკეთი ნამუშევრები. გამოფენა 16:00 საათიდან დაიწყება, დაუკრავს დიჯეი ZAPA..

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კი საახალწლო წვეულებას რესტორან “ქალაქურში”, 25 დეკემბერს, 20:00 საათზე გამართავს. მასში მონაწილეობას “ოჩოს ქოხი” და დიჯეი “კურა”   მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *