მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი,
ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან მესხიშვილის თეატრში 60 წელი გაატარა, სადაც 1960 წლის იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.
ექვსი ათეული წლის განმავლობაში ვაჟა ოყრეშიძემ მესხიშვილის თეატრის სცენაზე განასახიერა 100-ზე მეტი როლი.
მსახიობი დაიბადა 1941 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისში.