“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”- ქუთაისში ქართველი ექიმის

უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს. მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ხელისუფლებას მიმართეს და განაცხადეს, რომ მთავრობამ ოპოზიციის დევნას თავი უნდა დაანებოს და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

აქციას მოძრაობა “გაბედეს” წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ საკუთარი თავების დაცვის ნაცვლად, მოსახლეობის დაცვაზე იზრუნოს და მაქსიმალურად სწრაფად მოახერხოს ვაჟა გაფრინდაშვილის სახლში დაბრუნება,”-განაცხადა მოძრაობა “გაბედეს” წევრმა, გაგი ახალაძემ.

ქართველ ექიმს საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *