ქუთაისის მერიის ააიპ “სპეციალურ სერვისებში” აცხადებენ, რომ ზამთრის
სეზონისათვის ქალაქი მზად არის. მათი განმარტებით, მზადყოფნაშია ტექნიკა და ააიპს აქვს ტექნიკური მარილის მარაგიც.
“ზამთართან დაკავშირებით ჩვენ ვართ მზადყოფნაში. მობილიზებული გვყავს რამდენიმე ერთეული სპეც ტექნიკა, ტექნიკური მარილი და იმის მიხედვით, როგორი ზამთარი გვექნება ვიმოქმედებთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თოვლის სახით მოსული ნალექის შემთხვევაში, პრობლემა არ შეიქმნას,”-განაცხადეს ააიპ “სპეციალურ სერვისებში”.