15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ წარწერები,
რომლებიც ქუთაისში ცენტრალურ ლოკაციებზე აქციის მონაწილეებმა გუშინ გააკეთეს, დღეს დილით უკვე წაშლილია. სამოქალაქო აქტივისტებმა წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ შადრევანზე, მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვადასხვა ადგილებზე განათავსეს.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. საზოგადოების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და სოლიდარობა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს გამოუცხადეს. მათ ქვეყანაში ძალადობრივი სისტემის არსებობა გააპროტესტეს. კიდევ ერთი აქცია დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.