“ამ ცხოვრების დედაც”-15 წლის მოზარდის ოჯახის
მიმართ, რომელიც გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ქუთაისში კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები იმერეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 16:00 საათიდან შეიკრიბებიან.
“15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს ტრაგიკული ამბავი გვეხება ყველას. საზოგადოების ვადებულებაა ერთად ავიმაღლოთ ხმა იმ დარღვევებსა და მანკიერ მხარეზე, რომლებიც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით საქართველოში.
ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ სივრცეში, მასთან უნდა მუშაობდნენ სპეცილისტები, რომლებიც ფლობენ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების შესახებ ინფორმაციას და არ მიაყენებენ მათ დამატებით ტრავმას, როგორც ფიზიკური ასევე ემოციური თვალსაზრისით. პოლიციის განყოფილება არის სიმბოლური ლოკაცია, ვინაიდან 15 წლის ლუკა სწორედ ამ სისტემის მხირდან გახდა ემოციური ძალადობის მსხვერპლი. ერთად დავანახოთ ყველა სისტემას, რომ ბავშვის უფლებები და ჭეშმარიტი ინტერესები არის უმთავრესი,”-აცხადებენ ორგანიზატორები.
აქცია-პერფორმანსი ქუთაისში გუშინ, გვიან ღამითაც გაიმართა.