ხანუკას დღესასწაულს ქუთაისში, სინაგოგაში 22 დეკემბერს
აღნიშნავენ. ებრაული თემის წარმომადგენლები ხანუკას სანთლების ანთების რიტუალს 17:00 საათზე ჩაატარებენ.
ამ დღესასწაულით სიმბოლურად აღინიშნება სინათლის სიბნელეზე გამარჯვება.
ხანუკას დღესასწაული ნოემბერ-დეკემბერში ტარდება და 8 დღის მანძილზე გრძელდება.
ებრაელები ყოველ დღე სასანთლეზე (მენორაზე) სანთელს ან წმინდა ზეთს ანთებენ.
ფოტო: ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრი