ტრადიციული საახალწლო ღონისძიება “ის მაინც არსებობს”
ფარგლებში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” კრეატიული ბიზნეს და სოციალური იდეების წახალისების მიზნით 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის აცხადებს იდეების კონკურსს.
“თუ გაქვთ განსხვავებული, კრეატიული და ინოვაციური იდეა, რომლის დახვეწა, განხორციელება და განვითარება გინდათ, მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის! გამოგვიგზავნეთ თქვენი იდეა 20 დეკემბრის ჩათვლით და მიიღეთ დაფინანსება,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.
2019 წლის საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ლარს. მიღებული დაფინანსებით, გამარჯვებული აპლიკანტები RICDOG-ის, მენტორისა და ქოუჩის დახმარებით, განავითარებენ და განახორციელებენ იდეას.
კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად: აპლიკანტების შერჩევა, გასაუბრება, გამარჯვებულების გამოვლენა.
გამარჯვებული გამოვლინდება 25 დეკემბერს “ის მაინც არსებობს” ღონისძიებაზე .