სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცს მე-18 დღეა ეძებენ.
სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში, მდინარე რიონზე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, დაკარგულია 32 წლის ალექსანდრე ნადირაძე, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, მდინარეში გადახტა.
ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
მამაკაცი 29 ნოემბერს დაიკარგა.
შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: სამტრედიის მერია