საზოგადოება
გასულ თვეში იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 72 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში - 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - 46-46, შიდა ქართლში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც - 11, გურიაში კი - 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 882 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 57 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 10 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სულ, საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 587 ფაქტი გამოვლინდა.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
22:45 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
22:45 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების
აქცია ქუთაისის
20:31 / 24.01.2020
ქუთაისში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება. დასუფთავების აქცია ქუთაისის
ქუთაისში,
14:12 / 24.01.2020
ქუთაისში, "საფიჩხიის სასაფლაოზე" არსებული 9 მაისის
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
14:03 / 24.01.2020
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ამინდი
თბილისი -4 - 3 °C
img
ქუთაისი -2 - 4 °C
img
ბათუმი 0 - 6 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020