ნუ გვზღუდავთ!” – ამ ლოზუნგით ჟურნალისტების აქცია გაიმართა ქუთაისში.
ჟურნალისტები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და მათ მიერ დაწესებული რეგულაცია გააპროტესტეს.
რეგულაციის მიხედვით ამოქმედდა საშვთა სისტემა, რაც გულისხმობს თვითმმართველობის შენობაში მხოლოდ ერთჯერადი საშვის საშუალებით დაშვებას.
,,შევიკრიბეთ იმისათვის, რომ საშვთა სისტემა გავაპროტესტოთ. ყოველდღიურად, შენობაში სადაც მერია, საკრებულო და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული, ფიზიკურად შეუძლებელია ყოველდღიურად საშვების წერა. ჩვენ ვითხოვთ აკრედიტაციის დამზადებას, რომელიც იქნება რამდენიმეწლიანი, განახლებადი. ეს მისაღები ფორმაა.” – განაცხადა ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა.
მერიის ადმინისტრაციის სამსახურში აცხადებენ, რომ საშვის სისტემა ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლის.