სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ. სამძებრო სამუშაოები

სოფელ საჯავახოში, მდინარე რიონზე დილიდან განახლდა.

არსებული ინფორმაციით, დაკარგულია 32 წლის ალექსანდრე ნადირაძე, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს.
მამაკაცი, სავარაუდოდ, მდინარეში გადახტა.

ადგილზე შექმნილია საგანგებო შტაბი.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *