ქუთაისის მერიას ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების
ფაქტზე არც ერთი რესტორანი არ დაუჯარიმებია. ამის შესახებ მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი. მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოქალაქეთა უფლებების დაცვის ზედამხედველობის განყოფილებამ, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენების ფაქტზე რესტორანი “ქალაქური” გააფრთხილა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მათ მიმართ საჯარიმო სანქცია გატარდება. მერიის სამსახურმა ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტზე გადაამოწმა კაფე-ბარი “თეთრი ხიდი”, თუმცა, სამართალდარღვევა არ დაფიქსირებულა.
28 კაფე-ბარსა და ბარ-რესტორანს ხელზე მიეწოდათ ზედამხედველობის სამსახურის “შეტყობინება” (ინფორმაცია) ღამის საათებში საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასა და პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებისათვის საჯარიმო სანქციების თაობაზე. მათ შორის კ/ბ “ფლორი”, კ/ბ “ჩვენი კაფე”, ბ/რ “პაპავერო”, კ/ბ “არგო”, კ/ბ “ქუთაისი გარდენია”, კ/ბ “თეთრი ქვები”, კ/ბ “თეთრი ხიდი”, კ/ბ “ძველი ქალაქი”, კ/ბ “პალატი”, ბ/რ “ქართული კოშკი”, კ/ბ “აურა”, ბ/რ “ბავარია”, კ/ბ “დესტინო”, კ/ბ “ავტოგრაფი”, კ/ბ “ბარსა”, ჯ/ბ “არტ კაფე”, ჯ/ბ “ფიროსმანი”, კ/ბ “მედეა”, ჯ/ბ “დები”, კ/ბ “პაოლო”, ჩაის სახლი “ფოე ფოე”.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე