ზესტაფონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები 10 დეკემბერს უნდა დასრულდეს.
ამის შესახებ ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ გადანცხადა.
მუნიციპალიტეტში ქალაქის 14 ქუჩისა და 5 სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა პირველ სვირში. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.
,,2020 წლის პროექტები ამ დროისათვის არის დაახლოებით 5 მილიონ ნახევრის ღირებულების. ეს არის რგფ-დან დასაფინანსებელი პროექტები. ასევე დაფინანსდება ადგილობრივი თანხებით. რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რაც დაწყებულია 10 დეკემბრისათვის დასრულდება”.- განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.
ზესტაფონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა დავით მაღრაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ განახორციელეს.