საჩხერის მერია კონკურსს

“ჩემი ქუჩის (უბნის) საახალწლო ნაძვის ხე” აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქალაქ საჩხერის ქუჩების (უბნების) მოსახლეობას. კონკურსი გაიმართება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

შედეგებს შეაჯამებს სპეციალური ჟიური, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს საახალწლო ნაძვის ხის ორიგინალურობაზე, ესთეტიკურ, მხატვრულ მხარეზე, მორთულობაში ქუჩებისთვის (უბნებისთვის) დამახასიათებელ სიმბოლიკურ შტრიხებზე.

კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მორთონ ქუჩაზე (უბანში) მდგარი “ცოცხალი” ნაძვის ხე, ან დაამზადონ სხვადასხვა საგნებით.კონკურსის ჟიური გამოავლენს საუკეთესო საახალწლო ნაძვის ხეს. გამარჯვებული ქუჩების (უბნების) წარმომადგენელს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.

ფოტო: საჩხერის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *