ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 25 000 ხე დაირგვება.
პროექტს, რომელსაც “გაამწვანე მომავალი” ჰქვია, “ჯორჯიან მანგანეზი” ახორციელებს. იფნის, აკაციის, ალვისა და კიპაროსის ნერგები მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე გადანაწილდება. ხეების დარგვაში მონაწილეობას სკოლები, საბავშვო ბაღები, საჯარო დაწესებულებები, მიმდებარე სოფლების გამგეობები და კერძო პირები მიიღებენ. ისინი ნერგებს საკუთარ ტერიტორიაზე გაახარებენ. დაიტვირთება მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლიც. ხეების დარგვა, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონებზე უნდა დასრულდეს. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.