ქუთაისში SKYE კლუბი „cuteაისი“ პროექტის “პი-დი-არტ თერაპიის
(Personal Development and Art Therapy) ახალგაზრდული კლუბის” განხორციელებას იწყებს. პროექტს კლუბი საგანმანათლებლო ცენტრ “სხვა სკოლასთან” ერთად ახორციელებს. პი-დი-არტ თერაპიის (Personal Development and Art Therapy) ახალგაზრდული კლუბი”გულისხმობს არტ-თერაპიის კურსს პიროვნული განვითარებისათვის.
პროექტის მიზანია ქუთაისში ახალგაზრდული სივრცის შექმნა, სადაც ახალგაზრდები დაკავდებიან პრაქტიკული ხელოვნებით: წყალზე ხატვა, ქვიშაზე ხატვა, მინაზე ხატვა, ტილოზე ხატვა, პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ძერწვა, პარაფინზე მუშაობა, თექის ქსოვილზე მუშაობა, ხელრთვა (კალიგრაფია).
“კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ საკუთარი ინტერესების, სურვილებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას. მეტად შეიცნობთ საკუთარ თავს, რაც დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების სწორად განსაზღვრაში,”-ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტის ხანგრძლივობა 4 თვეა. მასში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია 30 ნოემბრამდე უნდა შეავსონ.