ქუთაისში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების კამპანიის

ფარგლებში, ხელი პეტიციას მოეწერა. პეტიციით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ქუთაისის მერიას მიმართეს.

პეტიციაში ადგილობრივი თვითმმართველობის მისამართით წაყენებულ მოთხოვნებში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ შემუშავდეს ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ მუნიციპალური ხედვა და განვითარდეს საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამები.

შეგახსენებთ, ქუთაისში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია-“შენთვის შეტყობინებაა” მიმდინარეობს. მისი მიზანი ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *