ჭიათურაში,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო
და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი – ორი პირი დააკავეს. შვიდი პირი პასუხისმგებლობაში მისცეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების 32 020 მ2 მოცულობის მიწის ნაკვეთები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.” – წერია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია და ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.