20-დან 22 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ბავშვთა
ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია გაიმართება.
კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. მოეწყობა თეტრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელიც თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე გაიმართება თემატური პერფორმანსები და გამოფენები.
სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
,,ეს ღონისძიება მიმართულია იქეთკენ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობას თავიანთი როლი ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებში. ადგილობრივი თვითმმართვეობისა და ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია რეალურ კეთილდღეობას მივაღწიოთ ბავშვებში. პეტიცია განცხადების სახით ყველა მუნიციპალიტეტში ჩაბარდება. 3-დან 6 საათამდე ყველას ველოდებით მესხიშვილის თეატრთან, სადაც მოსულ სტუმრებს დახვდებათ ჩვენი კამპანიის სიმბოლო გულის ფორმის სარკეები. იმედი მაქვს, რომ ამ სომბოლოთი ბევრი ივლის ქუთაისში. ” – განაცხადა აქსესის პროგრამების მენეჯერმა ანა წურწუმიამ.
კამპანია ერთდროულად გორში, თელავსა და ქუთაისში გაიმართება.