“გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულები ქუთაისში

ჩამოვლენ. მკითხველს თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ლექსების კრებულს – “შავი ფურცელი” წარადგენს. დებიუტანტი ავტორი – ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს – “ოდისევსის სინდრომი”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან კითხვები ავტორებს, აიღონ მათგან ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.

ღონისძიება 23 ნოემბერს, მესხიშვილის თეატრში, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *