საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების წარჩინებული
მოსწავლეები პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
77 საჩხერელ მოსწავლეს საჩუქარი საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა გადასცეს.
პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ბენეფიციარებად საჯარო სკოლის ის მოსწავლეები განისაზღვრნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ქუთაისში პერსონალურ კომპიუტერებს 258 მოსწავლე მიიღებს, ხოლო იმერეთში ჯამში 813.
ფოტო: საჩხრის მერია