ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

დაკავებულის, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს, საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბერს გაიმართება. 

წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა, სადაც მხარეებმა საქმეში მტკიცებულებების დასაშვებობასა და სადავოობაზე იმსჯელეს.

დაკავებული შიმშილობას კვლავ აგრძელებს. ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ციხეში 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა. საჭიროების შემთხვევაში ციხის ადმინსიტრაცია მიიღებს ზომებს,”-აცხადებს უფლებადამცველი.

დაკავებულს ბრალად დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *