ჭიათურის მერიის ინფორმაციით, იაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის
ქუჩამდე დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“აღნიშნული მიწისქვეშა გადასავლელით ჭიათურის მოსახლეობა 1990-იანი წლების შემდეგ სრულყოფილად ვერ სარგებლობს, რადგან გაუწმენდავი და ჩაბნელებული გვირაბი საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის,”-აცხადებენ თვითმმართველობაში.
გადასასვლელის სრული რეაბილიტაციისათვის 94 594 ლარი დაიხარჯება.
ფოტო: ჭიათურის მერია