წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით
გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 8 კორპუსის წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაწყებულია წინა სამობილიზაციო სამუშაოები, პროექტით გათვალისწინებულია კანალიზაციის ჭების, გამყვანი კოლექტორის და წყალარინების ქსელის მოწყობა. 1700-მდე მცხოვრები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2020 წლის დასაწყისში დასრულდება.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.