წყალტუბოში, ნამოხვანის ტყეში ხანძრის
სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა.
ხანძარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ებრძვის.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს არ უკიდია და მხოლოდ ბალახი იწვის.
უცნობია, რა ფართობის ტერიტორია დაიწვა.
ნამოხვანის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე