ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა დასრულდა.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც კვირიკაშვილი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლემ 6 ნოემბერს გამოაცხადა.
კვირიკაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს, რისთვისაც ვადა 6 დეკემბრამდე აქვს.
შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. შემდეგ კი გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.