ქუთაისის მერია საახალწლოდ ფოიერვერკის შესაძენად ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 408 ლარია.
მიმწოდებელმა 2019 წლის 31 დეკემბერს ფოიერევრკის ინსტალაცია და გასროლაც უნდა უზრუნველყოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, სადღესასწაულო ფეიერვერკების გაშვებისას იზრუნოს უსაფრთხოების ზომებზე და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს. გარდა ამისა, მიმწოდებელი ვალდებულია სადღესასწაულო ფეიერვერკების (თანმდევი მომსახურებით – ინსტალაცია-გასროლა) მიწოდების შემდეგ, დაასუფთავოს მიმდებარე ტერიტორია ფეიერვერკების ნარჩენებისაგან.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების მიღება 13 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე