ქუთაისში, თეთრ ხიდთან, რიონის სანაპიროზე, გვირაბიდან მაშველებმა ორი მოზარდი

ამოიყვანეს. მათს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ორივე მათგანი სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას,”-აცახდებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და შესაბამისი სამსახურები.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *