“საქართველომ ფაროსანასთან დაკავშირებით უპრეცედენტო კამპანია ჩაატარა,”-ამის შესახებ
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, თხილისა და სხვა ძირითადი კულტურების გადარჩენა მოხერხდა.
“ასეთი დიდი გამოწვევა ცოტა ქვეყანაში იყო, მაგრამ ბევრი ქვეყანა ასე სწრაფად ვერ გაუმკლავდა იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ მავნებლებს უკავშირდებოდა. კონსოლიდირებული ძალისხმევით ჩვენ შევძელით ის, რომ კონტროლში მოვაქციეთ მავნებლის პოპულაცია. რა თქმა უნდა, ის ამ ბუნებაში და გარემოში დარჩება. სახელმწიფოს მხრიდან მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიებების შედეგად, თხილისა და ძირითადი სხვა კულტურების გადარჩენა შევძელით,”-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
რაც შეეხება მომავალი წლის სამოქმედო გეგმას, დავითაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით ფერმერების გადამზადება იგეგმება, რათა მოსავლის უკეთესი ხარისხით მიღება იყოს შესაძლებელი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე