მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე მოსკოვის თეატრის
სპექტაკლი აქციის ფონზე დაიწყება. თეატრის წინ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, სირცხვილია, როცა ქუთაისი მოსკოვის თეატრს მასპინძლობს მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ დ მცოცავი ანექსია გრძელდება.
როგორც თეატრში აცხადებენ, რუსული დასის სპექტაკლი საპროტესტო ბარათების ფონზე ჩაივლის. აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაციამ ორგანიზატორებს გამოართვა წითელი ბარათები, რასაც სპექტაკლის დროს გააკრავენ.
ფოტო: “ძველი ქალაქი”