ხარაგაულის უხუცესი ბებო დღეს 103 წლის გახდა. ელენა არჯევანიძე
სოფელ ლახუნდარაში 80 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს. ელენა არჯევანიძეს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ყავს.
“დიდი ბებიას იუბილეზე, უკვე ტრადიციულად, მშობლიური სახლი შვილიშვილებით და შვილთაშვილებით ივსება და ამ დღეს ყველა განსაკუთრებულად მხიარულობს. უხუცეს ბებოს 103 წლის იუბილე მიულოცეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
ელენე ბებოს ხარაგაულის მერიისგან პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხა.
ფოტო: ხარაგაულის მერია