ქუთაისის მადლიერების სახლის ავტოქარხნის ფილიალის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამის შესახებ ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთავძემ განაცხადა. მისი თქმით, მადლიერების სახლში გარკვეული ტიპის სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა საჭიროა შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება.
“წელს შევცვალეთ ვიტრინები, რომლებიც საკმაოდ მოძველებული იყო. მაგრამ ფილიალის შიდა ინფრასტრუქტურა საჭიროებს განახლებას. უახლოეს ვადებში გამოცხადდება პროექტი,”-ამბობს ნინო თვალთვაძე.
რაც შეეხება მადლიერების სახლის ნინოშვილის ფილიალს, ვიცე-მერის განმარტებით, ბენეფიციარების სიმრავლიდან გამომდინარე მომავალ წელს ადგილზე სამრეცხაო მოეწყობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 000 ლარია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე