ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა.
განახლდა 2 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ 2.7 კმ-იან ქუჩებზე ვლავ გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.
შეგახსენებთ, გუგუნავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურება ოპოზიციამ გააპროტესტა. ადგილობრივები კი აცხადებდნენ, რომ ადგილზე გადაადგილების პრობლემა იქმნებოდა, ხოლო სავაჭრო ობიექტები ვერ მუშაობდნენ.
ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო