ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნეს. ხარაზოვის ბაღში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან და იმერეთის რეგიონის სპორსტმენების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა.
ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეებმა თეატრალურ პერფორმანსი “მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში” წარადგინეს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა. სწორედ ამ პერიოდიდან ქართული ოლიმპიური სპორტი დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა.
ფოტო: “ძველი ქალაქი”