ჭიათურაში სახალხო დღესასწაული ,,ჭიათურობა-2019″-ი რვა ლოკაციაზე მოეწყობა.
ღონისძიებები შემდეგ ტერიტორიებზე ჩატარდება: ნაგუთი, ლეჟუბანი, პირველი საჯარო სკოლა, იაშვილის ქუჩა, ,,გამარჯვების პარკი”, ნინოშვილის ქუჩა. სიგულდას სკვერში კი დღესასწაულის მთავარი ღონისძიებები ჩატარდება.
დღესასწაულზე ქალაქს სხვადასხვა რანგის სტუმრებთან ერთად დელეგაციები ლატვიიდან და ესტონეთიდან ესტუმრება.
ტრადიციული დღესასწაული წელს 26 ოქტომბერს ჩატარდება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე