ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი ფოკუსი
სუიციდის პრევენციაა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ამ ფონზე, სახელმწიფო ფაქტობრივად არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე