ქუთაისში სტიქიის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზარალი 25 ოჯახს
აუნაზღაურდება. თითოეულ ოჯახს 500-500 ლარი გადაეცემა, რაც ჯამში 12 500 ლარს შეადგენს.
როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ განაცხადა, ჯამში ქონებრივი ზარალი 5 ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი კახიანაურის ოლქს მიადგა. აქ 500-500 ლარ 12 ოჯახს გადაეცემა. ქალაქ მუზეუმში თანხას 7, უქემერიონში 4, ავტოქარხანაში 1 და საფიჩხიაზე 1 ოჯახი მიიღებს.
ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად თანხა ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.