9 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა
მოლითის, ბაბის, დეისის, ნუნისის სასოფლო გზებისა და ასევე, წყალაფორეთში საბავშვო ბაღისა და გაბეხაძეების საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით.
გაერთიანებული ტენდერის ღირებულება 1 241 807 ლარია.
წინადადებების მიღება 1-ლ ნოემბერს დასრულდება.
აღნიშნული სოფლების ცენტრალურ გზებზე ტენდერები 2018 წელს შედგა, თუმცა, კომპანიებმა ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც მათ ხელშეკრულებები შეუწყდათ.
ფოტო: ხარაგაულის მერია