რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა გრძელდება. ამ დროისთვის აქტიური

 

სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე 20 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 7 გვირაბზე და 35 ხიდიდან 11 ხიდზე. რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება, ამასთანავე გრძელდება მიწის და სხვა ტიპის სამუშაოები.

“რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი,”- აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *