ხარაგაულში მუშის გარდაცვალების შემდეგ, რკინიგზელთა
ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ადმინისტრაციას შეხვდა. პროფკავშირი ადმინისტრაციისგან მომხდარზე პასუხისმგებლობის დაუყოვნებლივ აღებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ გულისხმობს: დაკრძალვის ყველა ხარჯის გადახდას, ოჯახის ყველა საბანკო ვალდებულების დაფარვას, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული შეთანხმების გაფორმებას ოჯახთან, რაც გულისხმობს დაობლებული შვილების სრულწლოვან ასაკამდე სახელფასო ანაზღაურების სრული ოდენობით გადახდას.
შეგახსენებთ, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 41 წლის მუშა დაიღუპა, რომელსაც სამი მცირე წლოვანი შვილი დარჩა. დასაქმებულის გარდაცვალება უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ გამოიწვია.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე