,,არ აქვს მნიშვნელობა მე ვქნები თუ არ ვიქნები, მაგრამ ქუთაისში არის ის პოტენციალი,
რომ სასულიერო პირებმა გააგრძელონ ყველა ის ასპექტი ქრისტიანული მოძღვრების, სწავლა-განათლების, მსახურების , ტრადიციის და ა.შ.”- ამის შესახებ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა მიტროპოლტმა იოანემ განაცხადა.
მისი თქმით, დროებით მმართველად მისი დანიშვნა პატრიარქის მხრიდან დიდი ნდობაა.
,,მე მაქვს სურვილი უფალს ვემსახურო. სადაც უფალი ინებებს იქ ვიმსახურებ. უფალი ყველგანაა. ეს დიდი ნდობაა პატრიარქის მხრიდან. 50-ზე მეტი მღვდელთმთავარია. ქუთაის-გაენათის ეპარქიის გარშემო კიდევ 6-ზე მეტი ეპარქიაა და მან გადაწყვიტა რომ ჩემთვის ეხმო.” – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
მიტროპოლიტი ეპარქიას იქამდე უხელმძღვანელებს, სანამ წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს.
,,კრება სავარაუდოდ, ტრადიციულად ან სვეტიცხოვლობის წინ ხდება ან პატრიარქის ინტრონიზაციის დღეების წინ. თუ ახლა არ იქნა, მაშინ იქნება დეკემბერში. სავარაუდოდ, ამ დროს უნდა გადაწყდეს კურთხევის საკითხი. მართალია, პატრიარქმა მომანიჭა უფლება ყველა აუცილებელი საკითხის წარმოების, მაგრამ კარდინალურ ქმედებებს ვერიდები იმიტომ, რომ ვინც იქნება დანიშნული მან უნდა შეასრულოს. ეს ეხება ახალი ტაძრების მშენებლობას, ხელობის საკითხებს, ეპისკოპოსის რეზიდენციის მოწყობას და ა.შ.”- განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
ქუთაის- გაენათის ეპარქიის ისტორია,უნივერსიტეტსა და ეპარქიას შორის არარსებული ურთიერთობები და მიტროპოლიტ იოანეს ბიოგრაფია შეხვედრაზე ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ მიმოიხილა.